10 ივნისს, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლების ქალაქ ნიცაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს ადგილზე გაეწევათ სხვადასხვა საკონსულო მომსახურება.
კერძოდ, მოქალაქეებს შეეძლებათ შემდეგი მომსახურებების მიღება: 1. პასპორტი/პირადობა; 2. პირადი ნომრის მინიჭება; 3. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა; 4. სამოქალაქო აქტების განმეორებითი მოწმობები (დაბადების, ქორწინების, განქორწინების, გარდაცვალების, სახელის და/ან გვარის შეცვლის); 5. ცნობები (ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ, ორთოგრაფიის დამოწმება, ნასამართლეობის შესახებ ცნობა, ცნობა მართვის მოწმობის შესახებ, ცნობა პენსიის შესახებ, Certificat de coutume); 6. დოკუმენტის თარგმანი და დამოწმება; 7. საქართველოს მოქალაქეობის საკითხები (საგამონაკლისო წესით მინიჭება, აღდგენის წესით მინიჭება, მოქალაქეობის დადგენა, მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭება).
მოქალაქეთა მიღება იწარმოებს, ცოცხალი რიგით, ადგილობრივი დროით 10:00-14:00 სთ., შემდეგ მისამართზე: 19 Avenue François Mitterrand, 06300 Nice. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ქვემოთ მოცემულ ბმულს:
https://www.facebook.com/events/299489098215358/?ref=newsfeed