ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მარიამმა კატერინა ბონდარენკო ორ სეტში(6:4, 6:3) დაამარცხა.
მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე რუსი ვერა ზვონარევა იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 96-ე ადგილზეა.
ქართველი და რუსი ჩოგბურთელი ერთმანეთს 26 მაისს შეხვდება.