აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს პოპულარიზაცია მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია.
გამოფენაზე, სადაც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იყო მიწვეული, დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობდა.
გამოფენას ესწრებოდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე, რომელმაც საქმიანი შეხვედრები გამართა საერთაშორისო მედიის, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან.
წელს მადრიდის გამოფენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად გახსნა. გამოფენაზე 165 ქვეყნის 11 ათასი კომპანია და 7 ათასზე მეტი ჟურნალისტი იყო წარმოდგენილი. გამოფენის ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ მთავარ ვიდეოეკრანებზე საქართველოს სარეკლამო-საიმიჯო ვიდეორგოლები ენახათ და ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს გაცნობოდნენ.