თვისტომის სამედიცინო ჯგუფი, შაბათს, 29 მაისს, ფილადელფიის წმ. გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში ატარებს სამედიცინო გამოკვლევებს – სკრინინგს მათთვის, ვისაც სამედიციnო დაზღვევა არ აქვს.
„„სკრინინგი“ მოიცავს ფარისებრი ჯირკვლის, საძილე არტერიების, მუცლის აორტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ელენთის, პანკრეასის, თირკმელების, შარდის ბუშტის, საკვერცხეებისა და საშვილოსნოს, — პროსტატის ჯირკვლის და ასევე გულის ულტრაბგერულ დათვალიერებას, დოპლეროგრაფიას.
ადგილზე გაკეთდება კარდიოგრამა და სისხლისა და შარდის გაფართოებული ანალიზები.
გამოკვლევების პასუხებზე დაყრდნობით, სურვილისამებრ, ჩაგიტარდებათ კონსულტაცია ამერიკაში ლიცენზირებულ ქართველ თერაპევტთან და დაგენიშნებათ მკურნალობა. კონსულტაცია ჩაგიტარდებათ სახლიდან გაუსვლელად, ტელემედიცინით.
დაგვიკავშირდით ტელეფონზე 888 232 8855 ან 917 789 8855“ – ნათქვამია Tvistomi Association – Georgian Community Organization in US- ს განცხადებაში.