ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი ბერი ანდრიას ფონდთან ითანამშრომლებს. შეთანხმებისამებრ, საგანმანათლებლო მოძრაობა ფონდს ახალი წიგნებით მოამარაგებს.
„ჩვენი საგანმანათლებლო მოძრაობა ეკვილიბრიუმი ბერი ანდრიას ფონდს ყოველთვიურად ახალი წიგნებით მოამარაგებს, მე კი თვეში ერთხელ, ამ შესანიშნავი ბავშვებისთვის, რომლებიც ახლა სოლიდურ სიმსივნეს ებრძვიან და ხვალ აუცილებლად გაიმარჯვებენ, სპეციალურ გაკვეთილს ჩავატარებ“, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე.
„ბავშვებს წიგნები ძალიან უყვართ და აუცილებლად წაიკითხავენ. წიგნი და ბიბლიოთეკა ერთია, მაგრამ პატარებს განსაკუთრებით უხარიათ გიორგისთან ურთიერთობა. მისი ყოველთვიური სტუმრობა დიდი სტიმული იქნება, მით უმეტეს, რომ ბევრი მათგანი იცნობს გიორგის შემოქმედებას, წაკითხული აქვთ მისი წიგნები და ძალიან უყვართ როგორც მწერალი“, – ამბობს ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებელი დედა თინათინი.