ინგა იმერლიშვილისა და კორპორაცია FOHOW-ს თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, ჯერ თავად გახდა მათი პროდუქციის მომხმარებელი და დედა, რომელსაც ექიმები წლების წინ მხოლოდ 1 წლის სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებდნენ, ფაქტობრივად, სიკვდილს გადაარჩინა. შემდეგ იყო შესწავლისა და განვითარების დიდი გზა, რომელმაც ჩვენი დღევანდელი რესპონდენტ წარმატებამდე მიიყვანა.
ქალბატონი ინგა თავად გვიყვება აღმოსავლური და დასავლური, ძველი და ახალი ცოდნის სინთეზის შესახებ, რომელსაც უკვე წლებია, სიამოვნებით უზიარებს ყველა მსურველს.
_ მოგვიყევით მეტი თქვენი საქმიანობისა და კორპორაციის შესახებ…
_ ჩინური კორპორაცია FOHOW 15 წლის წინ დაარსდა და მსოფლიოს მაშტაბით დიდ წარმატებას მიაღწია, საქართველოში კი დაახლოებით 10-11 წლის წინ დაიწყო ოპერირება. თუმცა, იმ პროდუქციის ამბავი, რომელსაც ეს კომპანია აწარმოებს, გაცილებით ძველია და ხუთ ათასწლეულს ითვლის – FOHOW წარმატებით იყენებს ძველი აღმოსავლური მედიცინის იმ სიბრძნეს, რომელიც თანამედროვეობამ სამწუხაროდ დაივიწყა, არადა, ყველამ კარგად ვიცით, რაოდენ განვითარებული და ეფექტური იყო აღმოსავლური მეთოდები.
მეტიც, ადრე ეს ტექნოლოგია მკაცრად გასაიდუმლოებული გახდლათ და მას მხოლოდ დიდგვაროვნებისათვის გამოიყენებდნენ, ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი ძველ ჩინეთში იმპერატორის კარისათვისაც სწორედ რომ ეს პროდუქცია გამოიყენებოდა. როცა იმპერატორების ეპოქა წარსულს ჩაბარდა, ნელ-ნელა მათი სილამაზისა და ჯანმრთელობის საიდუმლო მეტი და მეტი ადამიანისათვის გახდა ცნობილი და ასე მოაღწია ჩვენამდეც.
FOHOW-მ ამ რეცეპტების გამოყენება დაიყო, წლების განმავლობაში კი მას, რა თქმა უნდა, მეტი განვითარება შესძინა და საკუთარი შტრიხებიც უხვად დაამატა. დღეისათვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის კომპანია, რომელიც ძველისა და ახლის, დროთა განმავლობაში გამოცდილისა და ახლადაღმოჩენილის, აღმოსავლური და დასავლური ცოდნის სინთეზს გვთავაზობს. სწორედ ეს კოლაბორაცია აქცევს პროდუქციას უნიკალურად და მე მოხარული ვარ, რომ შემიძლია ეს ყველაფერი ქართველ მომხმარებლებს გავუზიარო.
_ რა სახის პროდუქციას აწარმოებს FOHOW?
_ კომპანია FOHOW-მ დააფუძნა 4 ძირითადი საწარმოო ბაზა:
- ფარმაკოლოგიური კომპანია FOHOW
- ბიოტექნოლოგიური კომპანია FOHOW
- ბიოტექნიკური კომპანიაFOHOW
- ტექსტილის კომპანია FOHOW
საწარმოო ბაზებმა მოიპოვეს შემდეგი სერტიფიკატები: GMP, ISO900 (ხარისხის კონტროლის), HACCP (პროდუქტის უვნებლობი).
კომპანია მეცნიერების უზარმაზარი გუნდის მუშაობის შედეგად მიღებულ უნიკალურ რეცეპტებზე დაყრდნობით, ამ დროისათვის რამდენიმე სახის პროდუქციითაა წარმოდგენილი, მათ შორის ფარმაკოლოგიური, თავის მოვლის, გასახდომი და რა თქმა უნდა, იმუნიტეტისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული საშუალებებით.
90-ზე მეტ ქვეყანაში უკვე შესულია პროდუქცია, რომელთა ასორტიმენტიც მუდმივად იზრდება. ბოლო რამდენიმე წელია, გამოვიდა ბიო-ენერგო მასაჟორები, რომელიც მართლაც რომ ნოუჰაუა ამ სფეროში და წარმოუდგენელი შედეგები აქვს – აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებთა ცვლის პროცესს, ეხმარება ორგანიზმს ძალების აღდგენაში და ა.შ.
_ თქვენ როგორ გაიგეთ კომპანიის შესახებ და როდის და რატომ გახდით ამ გუნდის წევრი?
_ სანამ გუნდის წევრი გახდებოდი, ჯერ მათი პროდუქციის მომხმარებელი გახლდით – 13 წლის წინ დედა ძალიან ცუდად იყო, ოპერაციის შემდეგ ექიმებმა მითხრეს, რომ მაქსიმუმ 1 წელი თუ იცოცხლებდა. ყველა ძალას ვხმარობდი, ყველა ნაცნობ თუ უცნობ მეთოდს მივმართავდი, რომ დედა გადამერჩინა. ამ პროდუქციის შესახებ მეგობრისგან გავიგე, კომპანია ჯერ ბაზარზე შემოსული არც იყო და კერძო პირებს შემოჰქონდათ ელექსირი კორდიცეფსი, რომელიც დედასთვის შევიძინე. პირადად მეც ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და ფაქტობრივად, მოხდა სასწაული – 1 კვირაში ლოგინად ჩავარდნილმა დედამ ფეხზე დადგომა შეძლო. შემდეგ უკვე თავად დავიწყეთ გზების ძიება და უცხოეთიდან ვაგზავნინებდით კორდიცეფსს. შედეგად, ხერხემალში სითხემ იკლო და დედა, რომელსაც 1 წლის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს, 14 წლის შემდეგ, დღესაც ცოცხალია.
რამდენიმე წლის შემდეგ, დავიწყე აღმოსავლური მედიცინის შესწავლა, ვესწრებოდი ლექციებსა და სემინარებს, ვივითარებდი ცოდნას და საბოლოოდ გავხდი ამ დიდი ოჯახის წევრი.
_ რით არის გამორჩეული თქვენი საქმიანობა და რა მოგცათ ამ კომპანიამ?
_ უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჯანმრთელობა. როგორც გითხარით, მე თავად ვარ პროდუქციის მომხმარებელი და ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების გამოცდილებაზე დაყრდნობით ვამბობ თითოეულ სიტყვას და რეკომენდაციას. შემდეგ, რასაკვირველია ფინანსები, რადგან ეს არის საქმიანობა, რომელიც გეხმარება იზრუნო არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფინანსურ ჯანმრთელობაზეც. ასევე, დამეხმარა ბევრი პიროვნული უნარის განვითარებაში, მათ შორის, ვისწავლე ადამიანებთან სწორი კომუნიკაციაც. თუმცა, შეუცვლელი და უმთავრესი, რასაც ამ კომპანიისაგან ვიღებ, სხვა ადამიანების დახმარების შესაძლებლობაა.
_ რა უნარებს უნდა ფლობდეს ადამიანი, რომელსაც სურს, რომ თქვენი გუნდის წევრი იყოს?
_ მონდომება და წარმატებისკენ ორიენტირება უმნიშვნელოვანესია, სხვა ყველაფერი შესწავლადია.
_ როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა გახდეს თვენი პროდუქციის მომხმარებელი და რამდენად საჭიროა ეს ჩვენი საზოგადოებისთვის?
_ მომხმარებელი შეუძლია იყოს ნებისმიერი ადამიანი, ჩვილი ბავშვიდან ღრმად მოხუცებულობამდე. პროდუქციის უდიდეს ნაწილს აქვს გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური ხასიათი. იმისათვის, რომ პრობლემების აღმოფხვრაზე იზრუნო, აუცილებელი არაა ავად იყო. სანამ ცუდად გავხდებით, მანამ უნდა მოვუსმინოთ საკუთარ ორგანიზმს, გამოვიცნოთ მისი საჭიროებები და დავეხმაროთ ძალების აღდგენაში.
ამ პერიოდში კიდევ უფრო საჭიროა ეს ყოველივე, გარდა პანდემიისა, 21-ე საუკუნე ადამიანს კიდევ მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს – ცხოვრების ტემპი წარმოუდგენლად დაჩქარდა, რამაც თავის მხრივ მეტი სტრესი გამოიწვია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ თანამედროვე გამოწვევებს ყველაზე უკეთ საუკუნობით ნაგროვები ძველი ცოდნა შველის.
ძალიან იკლო საკვები პროდუქტების ხარისხმა, მათი უმრავლესობა ან გენმოდიფიცირებული ან რადიაციულად დაბინძურებულია და ვერ ეხმარება ორგანიზმს საჭირო ენერგიის მიღებაში. სწორედ ამ დროსაა განსაკუთრებით აუცილებელია ნანოტექნოლოგიაზე დაფუძნებული დამატებითი საშუალებების მიღება, რომლებიც ორგანიზმს უჯრედულ დონეზე აღდგენაში დაეხმარება.
_ დასასრულს, გვითხარით როგორია თქვენი გეგმები ამ FOHOW-ში და კომპანიის მიღმა ?
_ ამ გადმოსახედიდან ჩემს თავს ამავე კომპანიაში ძლიერ გუნდთან ერთად ვხედავ – მათთან ერთად, ვინც იზრუნებს, რომ რაც შეიძლება მეტი ჯანმრთელი ადამიანი და შესაბამისად, ჯანმრთელი და ჯანსაღი საზოგადოება იყოს ჩვენ გვერდით. გეგმები ბევრია, მათი შესრულების მოტივაცია კი ძალიან მაღალი.