გულნარა ინანჯი, აზერბაიჯანელი ქალბატონი, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, არა მარტო საკუთარ სამშობლოში, არამედ მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავისი საერთაშორისო საინფორმაციო ანალიტიკური ონლაინცენტრით – „ეთნოგლობუსი“. სანამ საკუთარ ონლაინცენტრს დააფუძნებდა, მარავალწლიანი კარიერის განმავლობაში, მუშაობდა ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა „ავრასია“, „ყოველდღიური ამბები“, „აზერბაიჯანის სიახლეები“, „სარკე“, აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის გამომცემლობა და ა.შ. ის, ასევე, ცნობილი ფსიქოლოგია, ეთნოპოლიტიკის ექსპერტი, ეთნოფსიქოლოგი, იბეჭდება სამ ენაზე… მის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია თავადაც შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში.
-მე გულნარა ინანჯი ვარ. ინანჯი ჩემი ფსევდონიმია. ჩემი გვარი კი მეხტიევაა. ბაქოში დავიბადე, ამირაჯანის დასახლებაში. ვსწავლობდი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, ჩემი თავი პედაგოგად ვერ წარმომედგინა. ბავშვობიდან მინდოდა სცენაზე ყოფნა, სიმღერა, ცეკვა, მაგრამ…. ჩემი სისუსტე იყო, რომ დედას წინააღმდეგობა ვერ გავუწიე და მახსოვს, როცა ჩავაბარე უნივერსიტეტში, ვტიროდი, არ მინდოდა სწავლა, არ ვიცოდი მერე რა უნდა მეკეთებინა… ადრე ასეთი წესი იყო, თუ პირველ კურსზე სამი ორიანი გეყოლებოდა, ავტომატურად გრიცხავდნენ უმაღლესიდან, მე ჩემით ვერ დავანებებდი სწავლას თავს და ამიტომ გადავწყვიტე, არ მესწავლა, უკვე ორი ორიანი მყავდა და მესამე გამოცდაზეც აბსოლუტურად მოუმზადებელი მივედი. პედაგოგმა მითხრა, მე თუ მესამე ორიანს დაგიწერ, შენ გაგაგდებენ და მე ამას არ გავაკეთებო… მაშინ მივხვდი, რომ ეს ჩემი ბედი იყო და დავიწყე სწავლა. ახლა ცხოვრების მადლობელი ვარ, რომ ამ გზით წავედი, თუმცა პედაგოგად მაინც არ ვიმუშავე, წავედი ჟურნალისტიკაში, ანალიტიკოსი ვარ, ექსპერტი, ვწერ სტატიებს. თუმცა ოცნება ოცნებად დამრჩა, ეს, ალბათ, არასდროს გამივლის, ნებისმიერი ქორწილი სადაც ვცეკვავ და ვმღერი, ჩემთვის სცენაა…
-რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჟურნალისტი ყოფილიყავით?
-როგორც ჟურნალისტს ურთიერთობა მაქვს უამრავ ადამიანთან, ინფორმაციასთან და ამან სულიერად და პიროვნულად გამზარდა, მერე უკვე ფსიქოლოგიით დავინტერესდი, კვანტური ფსიქოლოგიით, ვეხმარებოდი საკუთარ თავსაც და სხვებსაც. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, დავეხმარო საკუთარ თავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავის დავეხმარები….
-რაში იყო სხვაობა ?
-შევეცდები აგიხსნათ, 2008 წელს მე დავიწყე ჩემი ონლაინ „ ეთნოგლობუსი“, ეს უნიკალური იყო მაშინ და დღემდე ასეთად რჩება, აქ უამრავი მასალაა სხვადასხვა ხალხზე, ერთმა ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა მითხრა, რომ თქვენი რესურსი უნიკალურიაო, ასეთი ფორმაცია მსოფლიოში არ არისო, ეს ჩემთვის ძალიან დიდი შეფასება იყო. ფსიქოლოგიით ვისწავლე სტრიქონებს შორის კითხვა, ძირითადად ანალიზს ვწერ, ამისთვის კი საჭიროა დაუმუშავებელი ინფორმაცია და უნდა იცოდე ამ ინფორმაციის სტრიქონებს შორის წაკითხვა, კვანტური ფსიქოლოგია კი მეხმარება უფრო ღრმად ჩავწვდე ყველაფერს. და მე დავიწყე სიტუაციის სხვანაირად დანახვა, სიტყვებით ამის ახსნა ძნელია, მაგრამ შევეცდები. ამ სამყაროში ჩვენ მატრიოშკებს ვგავართ, ჩვენ რაც უფრო მეტად ვთავისუფლდებით გონების დიქტატისგან, მით უფრო ღრმად ვიწყებთ დანახვას და შეგრძნებას. ჩვენი გონება ემოციასთანაა დაკავშირებული, სული კი გრძნობასთან და ჩვენ ამ დროს ემოციიდან შეგრძნებაში გადავდივართ. ამ დროს ყველა სიტყვას გრძნობ, რისი თქმა უნდოდა ადამიანს და მომავალში რასთან შეიძლება ამან მიგვიყვანოს, მაგრამ აქ ერთი მომენტია, ამან არ უნდა გათქმევინოს, რომ მე ყველაზე ჭკვიანი ვარ, ყველაზე კარგი… უარი უნდა უთხრა ეგოს, ეს ეგოიზმისგან განთავისუფლებაა…
სამწუხაროდ, ცოტა ადამიანი ცდილობს, რომ შეიცვალოს. მეც მქონდა ეს მომენტი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სამყარო ვითარდება და წინ უნდა წავიდე, ეს ძალიან რთული და ლამაზი თამაშია. ნეგატიური ბლოკებიდან განთავისუფლება მტკივნეულია და სრულიად თავისუფალიც ვერასდროს იქნები, მაგრამ მერე ხვდები, რომ ტკივილი გადის, ცუდ მოგონებებს ივიწყებ….
-შეიძლება ითქვას, რომ თქვენი თამაში იქცა ცხოვრებად საზღვრების გარეშე?
-რა თქმა უნდა.
-ვხედავ, რომ ძალიან თავდაჯერებული ხართ, იცით რა გინდათ ამ ცხოვრებაში და იცით როგორ იცხოვროთ…
-რა თქმა უნდა, თქვენ გვერდით ყოფნა საინტერესოა, ალბათ ყველას მოსწონს, რასაც აკეთებთ, მაგრამ, ხშირად, თქვენნაირი ადამიანები არ უყვართ….
-ქალბატონო გულნარა, ძლიერი ქალი ხართ, მაგრამ ხანდახან მაინც ტირით?
-ყოველთვის. ძალიან ხშირად ვტირი, კარგ მუსიკას ვუსმენ – ვტირი, ფილმს ვუყურებ – ვტირი… ცრემლები სისუსტეზე არ მეტყველებს. ამ დროს სული იწმინდება, თავისუფლდება, ბუნებრივი პროცესია.
-როდესმე თქვენს ხასიათს თუ შეუშლია ხელი თქვენთვის?
-თქვენ თქვით, რომ მთელი ცხოვრება რაღაც ახალს ეძებდით, სულ ეძებდით და პირად ცხოვრებაში რა იპოვეთ?
-ჯერ კიდევ ვეძებ… ცხოვრებაში ორჯერ მიყვარდა და ეს ღმერთის საჩუქარი იყო. დრო რომ გავიდა, მივხვდი, სად დავუშვი შეცდომა. არ შეიძლება რაღაცას ძალიან მიეჯაჭვო, მე ამ ურთიერთობას ყველაფერზე წინ ვაყენებდი, თანდათან ვსწავლობ, რომ სიყვარული არ გავაღმერთო. ახლა ვთქვი – უზენაესო, შენ ორჯერ მომეცი ზღაპრული სიყვარული, ახლა ასეთ მესამე სიყვარულს მივიღებ შენგან. მე ჯერ კიდევ მჯერა ზღაპრების… ამას წინ ჩემმა მეგობარმა მკითხა, ნუთუ მართლა გჯერა სიყვარულისო, მთელმა მსოფლიომ რომ თქვას, რომ ეს თამაშია, მე მაინც მჯერა და ვერავინ გადამარწმუნებს. ღმერთისგან გამოგზავნილი სიყვარულისას მონათესავე სულები ხვდებიან ერთმანეთს.,,
-და როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ამას მესამეჯერ ისე, როგორც საჭიროა, თუ გეშინიათ, რომ ყველაფერი გამეორდება?
– როგორც ვიცი, მალე გვესტუმრებით საქართველოში…
-მე ძალიან მიყვარს საქართველო, როცა იქ ვარ, თავს კარგად და კომფორტულად ვგრძნობ, თითქოს სახლში ვარ, მიყვარს ქართული მუსიკა, ქართული ენა, ამ მიწას აქვს რაღაც თბილი და მშობლიური. ქართველებთან გულღიად ვარ, ვიცი, რომ არ მომატყუებენ, ვენდობი ამ ქვეყანას. მინდა ჩემი გეგმები გავაფართოვო და საქართველოშიც ვიმუშაო. მოკლედ დიდი სიყვარულით მოვდივარ და ძალიან მინდა, რომ მშვიდობა და სიმშვიდე გქონდეთ…