კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ფუნქციონირების განახლების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვიზიტორებს ახალ მომსახურებას სთავაზობს.
დღეიდან კლდეში ნაკვეთი კომპლექსის ადმინისტრაცია სამუზეუმო სივრცის ვიზიტორებს ელექტრო ტრანსპორტით მოემსახურება. სერვისი მუზეუმ-ნაკრძალის ახალი ატრაქცია იქნება, რომელიც ტურისტებს ტერიტორიაზე უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაში დაეხმარება. 2 ერთეული სრულ გაბარიტიანი მიკროავტობუსი ვარძიის კომპლექსის ვიზიტორებს ქვედა ტერასიდან ზედა ბაქანზე გადაიყვანს.
სააგენტოს ინიციატივით მსგავსი ტიპის ატრაქცია 1 თვის წინ ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალშიც დაინერგა.