ბერლინში III საერთაშორისო არტ-ფესტივალი „გაზაფხულის ოცნებები“ დასრულდა შემოქმედებითი მასტერ-კლასით, რომლის ფარგლებში ბავშვები და ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნებიდან ონლაინ-ფორმატში ხატავდნენ მსოფლიოს.
საქართველოს ახალგაზრდა მხატვრები თბილისიდან, რუსთავიდან, ბორჯომიდან და ბაღდათიდან წარმოადგენენ.
პროექტის მონაწილეების მიერ ამ დღეს შექმნილი ნამუშევრები შევა ილუსტრირებულ წიგნში, რომელიც „ერმიტაჟის“ და UNESCO-ს კულტურის განყოფილების ხელშეწყობით დაიბეჭდება.