ბასილაშვილი კვლავ მსოფლიოს 30 უძლიერეს ჩოგბურთელს შორისაა

10 მაისს ATP-ს განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა და საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების ტოპ-30-ში დაბრუნდა. მან АТР-ს რეიტინგში 1.885 ქულით 30-ე ადგილი დაიკავა.

წელს ბასილაშვილმა სულ 25 მატჩი გამართა და აქედან 14 მოიგო.

მომდევნო ტურნირი, რომელშიც ბასილაშვილი მიიღებს მონაწილეობას, რომის „მასტერსი“ იქნება. პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს მეცხრე ჩოგანს – იტალიელ მატეო ბერიტინის შეხვდება.

ბასილაშვილი მსოფლიოს 30 საუკეთესო ჩოგბურთელის სიაში გასული წლის აგვისტოში იყო.