11 წლის ემიგრანტმა გოგონამ ქართული ზღაპრები იტალიურად თარგმნა

კესა კაკალია 11 წლის არის და ოჯახთან ერთად, 9 წელია იტალიის დედაქალაქ რომში ცხოვრობს. მან თანატოლებისთვის გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრები“ იტალიურად თარგმნა. სურვილი იტალიურ ენაზეც ყოფილიყო წიგნი ხელმისაწვდომი, წაკითხვისთანავე გაუჩნდა.

პანდემიის გამო, თარგმანის პრეზენტაცია რამდენჯერმე გადაიდო. ღონისძიება ზაფხულისთვის იგეგმება. კესა წიგნის წარდგენას იტალიაში, ზღაპრის ავტორთან ერთად აპირებს. გადადებული პრეზენტაციის მიუხედავად, ნათარგმნი ზღაპრები ხელმისაწვდომია სკოლების ბიბლიოთეკებში, იყიდება იტალიურ მაღაზიებში, ასევე, ხელმისაწვდომია წიგნის ელექტრონული ვერსიაც.

ვიდეობლოგში ,,ემიგრანტული ამბები“ კესა თავის ისტორიას, დედასთან ინგა სიხარულიძესთან ერთად გვიყვება.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"