პოლონეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები მარტივდება 

პოლონეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები მარტივდება 

მიმდინარე წლის მაისიდან პოლონეთის მთავრობამ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.

შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის მიხედვით: 

1 მაისიდან გაიხსნა სილამაზის სალონები;

4 მაისიდან გაიხსნა მუზეუმები, სავაჭრო ცენტრები და სტაციონარული სწავლება განახლდა I-III კლასებში;

8 მაისიდან გაიხსნება სასტუმროები (მაქსიმუმ 50%-იანი დატვირთვით);

15 მაისიდან

  • მოიხსნება ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობა (თუ ინფიცირების მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მოსახლეზე შემცირდება 15-მდე);
  • გაიხსნება გასტრონომიული ობიექტების გარეთა სივრცეები (ტერასები);
  • ღია ცის ქვეშ არსებული კინოთეატრები (მაქსიმუმ 50% დატვირთვით);
  • ჰიბრიდული სწავლება IV-VIII კლასებში;
  • ღია ცის ქვეშ არსებულ სპორტულ ობიექტებში ნებადართული იქნება სივრცის მაქსიმუმ 2% დაკავება;

29 მაისიდან

  • გაიხსნება რესტორნები (მაქსიმუმ 50%-იანი დატვირთვით);
  • გაიხსნება კინოები და თეატრები (მაქსიმუმ 50%-იანი დატვირთვით);
  • გაიხსნება ფიტნეს კლუბები და სოლარიუმები;
  • ყველა მოსწავლე დაუბრუნდება სტაციონარული სწავლების რეჟიმს.