შაბათს, 8 მაისს, 22:00 საათზე ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბი უმასპინძლებს ირანელი რეჟისორის – მოხსენ მაჰმალბაფის ფილმის ონლაინ ჩვენებას სახელწოდებით “პრეზიდენტი”.
ფილმი გადაღებულია საქართველოში. მთავარ როლს ცნობილი ქართველი მსახიობი მიხეილ გომიაშვილი ასრულებს.
“პრეზიდენტის” მსოფლიო პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.