„მარტოკაცების ბიბლიოთეკის” ფორმატში ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმმა” ხორხის ხეობაში მცხოვრებ 87 წლის მარტოხელა მოხუც მეწყინა ქავთარაძეს ბიბლიოთეკა მოუწყო.
„აღდგომის დღესასწაულს გილოცავთ ხორხის ხეობიდან!
ერთი წელია ვგეგმავთ შეხვედრას და აი დღეს, ბევრი ვიარე თუ კიდევ უფრო ბევრი, ჭიშკართან მომლოდინე მეწყინა ქავთარაძე გამოჩნდა. 87 წლის. იქ, სადაც ეს შესანიშნავი ქალი ცხოვრობს, ტელეფონი არ იჭერს და რა გასაკვირია – არც ინტერნეტია. წიგნები ავუტანე – უყვარს და წაიკითხავს იმ ჩვენთვის წარმოუდგენელ მარტოობაში. ზოგმა იცის და ზოგსაც ახლა ვეტყვი – მესამე გოგო რომ ეყოლა ოჯახს, სოფელმა მეწყინა დაარქვა. ასეც შერჩა. მთელი ცხოვრება ამ სახელს ებრძვის. განა გადაირქვა. სხვაგვარად და ამტკიცებს, რომ გამიხარდა უნდა ერქვას” – წერს გიორგი კეკელიძე.