კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და ადგილობრივ კონგლომერატთან „Booyoung Group”-თან თანამშრომლობით, საქველმოქმედო ფონდმა „Woojung Education and Culture Foundation“ მიიღო გადაწყვეტილება კორეის უმაღლეს სასწავლებლებში წარჩინებული ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიების გამოყოფის შესახებ.
შედეგად, სოფო გეგეჭკორს და ანა ღოღონაძეს სრულად დაუფინანსდათ 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.
„ზემოაღნიშნული პროექტი საქართველოს საელჩოს ერთ-ერთი პრიორიტეტთაგანია, რომელიც ითვალისწინებს კორეის უმაღლესი განათლების პროგრამებში საქართველოს მოქალაქეების ჩართვას და მათი სასწავლო პროცესის ხელშეწყობას.“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.