საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის ინფორმაციით, კინორეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმმა „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ დსთ-ის, საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო ფილმის ნომინაციაში კინოპრემია „ნიკა“ მოიპოვა.
ფილმ “ჩაისუნთქე-ამოისუნთქეს” მსოფლიო პრემიერა 2019 წელს გაიმართა შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მან ჟიურის მთავარი ჯილდო დაიმსახურა და მთავარი როლის შემსრულებელმა სალომე დემურიამ კი პრიზი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიიღო.
ფილმის მთავარი გმირია 37 წლის ექიმი ირინაა, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებას გეგმავს, მაგრამ ეს იოლი არ არის.
პრემია „ნიკას“ დაჯილდოების ცერემონია კვირას Vegas City Hall-ის საკონცერტო დარბაზში გაიმართა.