1886 წელს ტფილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) ქართველი ერი დაწყევლა. წყევლის საპასუხოდ დიმიტრი ყიფიანმა მას წერილი გაუგზავნა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო ის თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც იმპერატორის აგენტებმა ვერაგულად მოკლეს.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის 2007 წლის 26 აპრილის დადგენილებით დიმიტრი ყიფიანი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
წერილი პავლე ეგზარქოსისადმი [ქართველთა დაწყევლის გამო]- დიმიტრი ყიფიანი
თქვენო უსამღვდელოესობავ!
(წერილი პავლე ეგზარქოსისადმი)
მიიღეთ მწყემსმთავრული მოწყალება და თუ, – დაუჯერებელ ხმებს აყოლილი, – ვცოდავ თქვენს წინაშე, განმიტევეთ ჩემი დიდი შეცდომა. მაგრამ ეს ხმები მოგაწერენ, თითქოს თქვენ დასწყევლეთ ის ქვეყანა, რომელშიც სამწყსოდ ხართ მოწოდებული და რომელიც, ამდენად, თქვენგან, როგორც ქრისტეს პირველმსახურისა და წარმომადგენლისგან, მარტოოდენ სიყვარულსა და მოწყალებას მოელოდა.
იგივე ხმები არა სჯერდებიან თქვენი ღირსების შეურაცხყოფას და იმასაც მოგაწერენ, თითქოს სამწყსოს წინაშე ბოდიშის მოხდას აპირებდეთ თქვენს მიერ წარმოთქმული სიტყვების უზომო ცოდვიანობის გამო.
თუ ეს ყოველივე მართალია, მეუფეო, თქვენი წოდებრივი ღირსების გადარჩენა ამასღა შეუძლია, – შეურაცხმყოფელი დაუყოვნებლივ უნდა გავიდეს შეურაცხყოფილი ქვეყნიდან. ამას წრფელი გულით მოგახსენებთ თქვენივე სამწყსოს ერთი წევრი, რომელსაც სურს, ქვეყანას მორიგი განუზომელი ცოდვა ააცილოს.
ხოლო თუ ეს ყოველივე მართალი არ არის, შემინდეთ და მოიღეთ ჩემზე თქვენი მწყემსმთავრული ლოცვა-კურთხევა. თქვენი უსამღვდელოესობის მორჩილი მსახური
დიმიტრი ყიფიანი
8 ივნისი. 1886.
სადგური მიხაილოვო.