შმაგი ბოლქვაძემ ვარშავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ფალავანმა სომეხი ამოიანი გადამწყვეტ შეხვედრაში 4-1 დაამარცხა.
შმაგი ბოლქვაძე უკვე შვიდი მედალის მფლობელია.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატი ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 101 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილი დაიკავა.