“თეთრი ღამეები” მსოფლიოს პრესტიჟულ კინოფესტივალის TDF AWARD-ის გამარჯვებულია.
„ჩვენი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პროექტი “თეთრი ღამეები” მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟული კინოფესტივალის Visions du Réel-ის ინდუსტრიულ პლატფორმაზე, TDF AWARD-ის პრიზი მოიპოვა.“ – ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფილმის პროდიუსერი ნინო ვარსიმაშვილი ავრცელებს.
ფილმი მოგვითხრობს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ახალგაზრდა ქალის ამბავს, რომელსაც ერთადერთი სურვილი ამოძრავებს – სურვილი იმისა, რომ ჰყავდეს შვილი. თუმცა უკვე ათწლეულზე მეტია რაც ის უნაყოფობასა და სოციალურ ზეწოლას ებრძვის.
ფილმის რეჟისორია რატი წითელაძე, პროდიუსერები: ნინო ვარსიმაშვილი, ოლგა სლუსარევა.
Visions Du Réel – ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟული ფესტივალია ევროპაში, რომელიც 1969 წელს დაარსდა.