ფერეიდანი პროვინციაა ცენტრალურ ირანში, ბახთიარის მთებში, ქალაქ ისპაანიდან დაახლოებით 100 კმ-ზე. XVII საუკუნის დასაწყისში ირანის შაჰმა აბას I-მა საქართველოდან აყრილი 200 ათასი ქართველი გადაასახლა და საკმაოდ დიდი ნაწილი ფერეიდანში დაასახლა. საუკუნეების შემდეგაც იქ მცხოვრები ქართველები ინარჩუნებენ ქართულ ენასა და ტრადიციებს – მუდმივ კავშირს მათ ისტორიულ სამშობლოსთან.
ფერეიდნელი ქართველის წერილს უცვლელად გთავაზობთ.
“გამარჯობა , ბროგორ ბრძანდებით? ნეტავ რა ბედნიერი ვარ ამ დროსა,საქართველოჩი მცხოვრებ ქართველებთან რომ გვაქვს ურთიერთობა და ჩვენ პაპებს ძალიან გაუხარდებოდათ ეს ურთიერთობა.
ჩვენ ძალიან გვიყვარხართ,თითეული ქართველები სამშობლოჩი, რადგან თანამემამულები ხართ და თანა ფესვები.
დალოცვილები ვართ იმიტომ რომ 400 წლის წინათ შაჰ აბას ეგონა, რომ არასდროს ქართველები ვეღარ დაბრუნდრბიან საქართველოსა და ამან არ იცოდა ქართველები არცა დაიჩოქებენ და არცა დაჰკარგავენ თავიანთ ენასა და 400 წლის მერე იმ ქართველების შვილებს ექნებათ ასეთი დიდი სიყვარული დედის ენაზე (დედა ენაზე).
დღითიდღე უფრო მეტად დღეს აქ უყვართ სწავლა ქართული ენისა და მიხარია,რომ ბავშვებს და განსაკუთრებით გოგონებს უყვართ დედა ენა,ბედნიერებაა იმიტომ ისინი იქნებიან ხვალის დედები, გამრავლდებიან უფრო მეტად და მათ შვილებსაც ეცოდინებათ წინაპრების ენა.
უფალმა დაიფაროს და გაუხაროს გული ისეთ ადამიანებს , ვისაც აქვს სიყვარული თავისი სამშობლოს ისტორიასი.
ღმერთმა დაიფაროს საქართველო, ფერეიდანი და ყველა ქართველი. ღმერთს ებარებოდეთ!”
ქართული ბიბლიოთეკა ფერეიდანში