კომპანია “ჯენესის” შესახებ საზოგადოებისთვის ბევრი რამ ჯერ ცნობილი არაა, მილიარდზე მეტი ბრუნვის მქონე კომპანია რამდენიმე წელია, საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მაღალხარისხიან პროდუქციაზე წვდომისა და კარიერული განვითარების, მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აერთიანებს. თუ როგორ თავსდება ეს ორი დადებითი მხარე ერთ საქმიანობაში, რითაა “ჯენესი” გამორჩეული და რატომ უნდა გახდეთ ამ გუნდის წევრი – ამის შესახებ “ქართული კვირის” მკითხველს “ჯენესის” პარტნიორი, ნინო ზარხოზაშვილი უყვება.
“კომპანია “ჯენეს გლობალი” 2009 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა და 6 წელიწადში მილიარდიან ბრუნვას მიაღწია, ეს წარმოუდგენლად დიდი რიცხვია და პირდაპირ ასახავს კომპანიის წარმატების ხარისხს, რაც თავის მხრივ, მაღალხარისხიანი პროდუქციისა და პროფესიონალი გუნდის დამსახურებაა.
რასაკვირველია, მილიარდიანი ბრუნვა აქვს ბევრ კომპანიას, მათ შორის, ყველასთვის კარგად ნაცნობ “facebook-ს”,”Amzon”-ს:, “გუგლს”, “ეფლს” და ასე შემდეგ, თუმცა ისინი ათწლეულებია ოპერირებენ, “ჯენესმა” კი ამ შედეგს სულ რაღაც 6 წელში მიაღწია” – ამბობს “ქართულ კვირასთან” საუბარში ნინო ზარხოზაშვილი.
ქსელური მარკეტინგის ამ გლობალური კომპანიის მიღმა ამერიკელი წყვილი, რენდი რეი და ვენდი ლუისი დგანან და მათი ამბავი ტიპური “ამერიკული ოცნების” ახდენაა. რენდიმ პირველი მილიონები “ნასასთან” თანამშრომლობით მოიპოვა, მისი მეუღლე – ვენდი ლუისი, რომელიც ბოლო 6 წელია, ამ სფეროში ყველაზე გავლენიან ქალად სახელდება და მათი შვილი, რომელიც მარკეტინგის მიმართულებას ხელმძღვანელობს, უზარმაზარ გუნდთან ერთად შექმნეს კომპანიას, რომელიც ჰაიკლასის პროდუქციას აწარმოებს და ამასთანავე, ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას, გახდეს “ჯენესის” დიდი ოჯახის წევრი. გაჭირვებული ოჯახებიდან წამოსულმა წყვილმა, დიდი შრომითა და სწორად გადადგმული ნაბიჯებით შექმნა უდიდესი ქსელი, რომლის წარმომადგენელთა შორის 400 ადამიანი უკვე მილიონერია. თავად წყვილი კი დიდი გავლენით სარგებლობს არა მარტო აშშ-ში, სადაც ისინი 100 გავლენიან ოჯახს შორის იკავებენ ადგილს, არამედ იმ 155 ქვეყანაშიც, სადაც დღეისათვის “ჯენეს გლობალი” საქმიანობს.
კომპანია მრავალი ჯილდოს მფლობელია – მან მხოლოდ შარშან აიღო 23 “სტივის ჯილდო”, რაც ამ სფეროში თითქმის იგივეა, რაც კინემატოგრაფიაში ოსკარი. გარდა ამისა, ფლობს უამრავ ჯილდოს, როგორც საუკეთესო პროდუქციის მწარმოებელი, საუკეთესო მარკეტინგული სტრატეგიის შემქმნელი, საუკეთესო დამსაქმებელი და ა.შ.
“პროდუქცია, რომელსაც კომპანია “ჯენესი” აწარმოებს ათეული წლების შრომის შედეგია, რომლის შექმნაზეც წამყვანი მეცნიერები მუშაობდნენ. “ჯენესი” ერთგვარი ჰაბია, რომელმაც გააერთიანა ამ მეცნიერთა მიღწევები და შედეგად შემქნა სრულიად უალტერნატივო პროდუქტები. თავად ამ მეცნიერთა სახელების ჩამოთვლაც კი ბევრს ამბობს, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ნათან ნიუმანი, რომელიც გახლავთ ჰოლივუდის ვარსკვლავების პირადი პლასტიკური ქირურგი, სწორედ მის მიერაა შექმნილი “ჯენესის” კოსმეტიკური ხაზი, რომელიც ბესტსელერად ითვლება მსოფლიო მასშტაბით. ასევე, მნიშვნელოვანი პერსონაა ვინსენტ ჯიანტ პაპა, რომელიც ამერიკის გაახლაგზარდავების აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელია და მასვე ეკუთვნის ძალიან სერიოზული სამეცნიერო ნაშრომები ღეროვანი უჯრედების შესახებ. ყველა სახელისა და გვარის ჩამოთვლა შორის წაგვიყვანს, უბრალოდ აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ამ პროდუქციის მიღმა ბევრი ადამიანის უზარმაზარი ცოდნა, გამოცდილება და შრომა დგას.”
მიუხედავად პანდემიისა, კომპანიის გაყიდვები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მზარდია, რაც უპირველეს ყოვლისა, პროდუქციის მაღალი ხარისხითაა განპირობებული. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროდუქცია არაა მედიკამენტი და ის არ ანაცვლებს ტრადიციულ მედიცინას, “ჯენესი” უმაღლესი ხარისხის ფუნქციურ პროდუქტს აწარმოებს, რომელიც დამყარებულია ღეროვანი უჯრედების ტექნოლოგიაზე და გამოირჩევა ძალიან მაღალი ეფექტურობით. რაც შეეხება კოსმეტიკის “Luminesce” ხაზს, ის მუშაობს კანის შიდა შრეებზე და თავისი ეფექტით უტოლდება ინექციურ პროცედურებს. აგრეთვე, კოსმეტიკურ ხაზს აქვს სამკურნალო დატვირთვა, კარგად მოქმედებს ჭირლობების, აკნეს, ვიტილიგოს ლაქებისა და როზაცეას დროს.
“ჯენეს გლობალის” პროდუქცია რამდენიმე ხაზს მოიცავს:
- ველნესი – ჯანსაღი ცხოვრების წესი, ცხოვრება წამლების გარეშე
- წონის კორექციისა და სპორტული კვების ხაზი
- კანის მოვლა
- თმის მოვლა
- დეკორატიული კოსმეტიკა
ამ პროდუქციამ მსოფლიო და ქართველი მომხმარებლების ყურადღება მალევე დაიმსახურა:
“არ მეგონა, რომ საქართველოში ამხელა პოპულარობით ისარგებლებდა “ჯენესის” ნაწარმი. თუმცა, ამ გუნდში ყოფნის 2 წლის განმავლობაში ნათლად დავინახე, თურმე ქართველებსაც გვიყვარს საკუთარ თავზე, გარეგნობაზე ზრუნვა და ვისწავლეთ ამის გაკეთება მანამ, სანამ სავალალო შედეგი დადგება და საჭირო გახდება ექიმების ჩარევა. მოაგვარო პრობლემა მის გამოჩენამდე უკვე ჩვენთვისაც აღარაა უცხო, შესაბამისად, პრევენციული პროდუქციით სარგებლობაც პოპულარული გახდა.”
ნინო ზარხოზაშვილი “ჯენესის” გუნდს 2 წლის შეუერთდა – ჯერ თავადაც უბრალოდ მომხმარებელი იყო, მოგვიანებით კი პირადი გამოცდილებით შეფასებული ხარისხის სხვებისთვის გაზიარება გადაწყვიტა და მარკეტინგული გეგმაც მიიღო.
“როდესაც შემოთავაზება მივიღე, არ მიყოყმანია, უპირველესად იმის გამო, რომ საკუთარ თავზე და ოჯახის წევრებზე მქონდა გამოცდილი პროდუქცია. ერთია, რა სარგებელი შეგიძლია მოუტანო საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას და მეორე – რისი გაკეთება შეგიძლია სხვებისთვისაც, ნაცნობებისა თუ უცნობებისთვის. სასარგებლო და სასიამოვნო ერთმანეთს შევუთავსე და “ჯენესელი” გავხდი. პროფესიით სტომატოლოგი ვარ, ცოტა ხანს ვმუშაობდი ჩემი სპეციალობით, შემდეგ მეუღლესთან ერთად სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობაში ვიყავი ჩართული, ახლა კი აქ ვარ – ზუსტად იქ, სადაც მინდა, რომ ვიყო.”
“ჯენესის” გუნდში ყოფნის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა თავისუფალი სამუშაო გრაფიკია, აქ არავის უწევს სტანდარტული სამუშაო საათების განმავლობაში კომპიუტერთან ჯდომა და რუტინული საქმის კეთება, პირიქით, ყველაფერი განწყობასა და სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩენას ემყარება. დღეში რამდენიმე საათი პოტენციურ და უკვე არსებულ მომხმარებლებთან და პარტნიორებთან კომუნიკაციისათვის – სულ ესაა ის დროითი რესურსი, რომელსაც “ჯენესი” მოითხოვს, სანაცვლოდ კი წინსვლისა და განვითარების, მზარდი შემოსავლის მიღებისა და საერთაშორისო გუნდთან ერთად მუშაობის გამოცდილების დაგროვების საშულებას გაძლევთ. “ინვესტიცია” რომელიც რეალურად საკუთარ გარეგნობასა და ჯანმრთელობაში ჩადეთ, მატერიალურადაც გიბრუნდებათ. გარდა ამისა, “ჯენესის” გუნდის წევრები არ არიან ორიენტირებულები მხოლოდ და მხოლოდ 1 ქვეყნის ბაზარზე, მათ წინაშეა მსოფლიოს 155 ქვეყნის პოტენციური ბაზარი, რომელიც მოტივირებული ადამიანისათვის ნამდვილად ამოუწურავია.
“კომპანიამ 6 წელიწადში 400 მილიონერი შექმნა, დამეთანხმებით, ძალიან დიდ მასშტაბებთან გვაქვს საქმე, რაც მარტივად არ მოდის და რისი მთავარი მიზეზიც ისევ და ისევ პროდუქციის ხარისხია. პანდემიის პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი წარმატებული ბიზნესი გაკოტრდა, ბევრმა სერიოზული ზიანი მიიღო. “ჯენესის” გაყიდვები კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 30%-ითაა გაზრდილი, რაც გარკვეულწილად სწორი მარკეტინგის დამსახურებაცაა – “ჯენესის” გუნდის წევრები ამ მხრივაც მუდმივ გადამზადებას გადიან. გამოგიტყდებით, სანამ თავად არ აღმოვჩნდი ამ სფეროში, ჩემთვის ქსელური კომპანია მომაბეზრებელ “იყიდე-გაყიდე” პროცესთან ასოცირდებოდა. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი მომხმარებელთან კომუნიკაციის იმ კულტურით, რომელსაც ეს კომპანია ნერგავს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ ერთ დიდ გუნდად მუშაობას სწავლობ – აქ არ ვართ ერთმანეთის კონკურენტები, პირიქით, ყველანი ერთმანეთზე ვართ გადაჯაჭვულები და ვმუშაობთ არა როგორც სუბორდინირებული ინსტიტუცია, არამედ თანაბარი უფლება-მოვალეობის მქონე გუნდი, სადაც თითოეული წევრი მზადაა, ნებისმიერ დროს დახმარება აღმოგიჩინოს.”
პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული მეგობრული გუნდი, თავისუფალი სამუშაო გრაფიკი, მზარდი შემოსავლები,პიროვნული ზრდა და საუკეთესო ცხოვრების სტილი… ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ბენეფიტებისა, რომლებსაც “ჯენესი” ახალწვეულებს სთავაზობს, მუდმივი გადამზადების, ტრენინგებისა და სემინარების წყალობით კი მათ დიდი ცოდნის დაგროვების შესაძლებლობასაც აძლევს.
“მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებთან კომუნიკაცია არასდროს ყოფილა ჩემთვის უცხო, ეს სფერო “ჯენესში” განსხვავებულად დავინახე, აქ მომეცა საშუალება, სწორად გამომეყენებინა ჩემი უნარები და მათგან სასურველი შედეგი მიმეღო. ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც აქტიურად ჩავერთე ბიზნესსაქმიანობაში და უკვე მყავს ჩემი ძალიან მოტივირებული გუნდი, რომელთან ერთადაც დიდი გეგმები მაქვს. ვფიქრობ, ვაკეთებთ ძალიან სასარგებლო საქმეს ყველა იმ ადამიანისათვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი სილამაზე, ჯანმრთელობა და თავისუფალი შემოსავლები.”