თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივითა და თესალონიკის მერიის ხელშეწყობით იხსნება ქართული საკვირაო სკოლა, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები შეძლებენ ქართული ენისა და ისტორიის შესწავლას.
„საკვირაო სკოლის კარი ღია იქნება ყველა მსურველისთვის. სკოლა განთავსებულია თესალონიკის N40 საჯარო სკოლის შენობაში. გაკვეთილები კვირაში ერთხელ – ყოველ შაბათ დღეს ჩატარდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გენერალური საკონსულო იწყებს საკვირაო სკოლაში ბავშვების წინასწარ ჩაწერას.
სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ბავშვების რეგისტრაციისათვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებული ცხელი ხაზის ნომრებზე: +306973462002; +306955737000;“ – ნათქვამია გენერალური საკონსულოს განცხადებაში.