პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე მედლებისთვის და ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის სარეიტინგო ქულებისთვის კონტინენტის 45 ქვეყნის 359 წარმომადგენელი იბრძოდა. მათ შორის იყო საქართველოს კაცთა და ქალთა ნაკრები.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაიწყო და საბოლოო ჯამში 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ოქრო – ლაშა ბექაური,
ვერცხლი – ვაჟა მარგველაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი,
ბრინჯაო – გურამ თუშიშვილი.
საქართველოს ნაკრებმა კაცთა გუნდურ ჩათვლაში 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით პირველი ადგილი დაიკავა.