საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტმა არსებობის მანძილზე პირველად მიიღო Airbus A321neo ტიპის ავიახომალდი.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვარშავიდან Wizz Air–ის პირველი რეისი შესრულდა. თვითმფრინავმა Airbus A321neo–მა საქართველოში 118 მგზავრი ჩამოიყვანა.
Airbus 321neo–ის ავიახომალდი პირველი პროექტია, რომელიც აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს – ახალი თაობის ძრავასა და ინდუსტრიაში არსებულ თვითმფრინავის სალონის დიზაინს. ასევე, ის ზოგავს საწვავის ხარჯების 20%-ს და წინა თაობის ავიახომალდებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას. მასში დაახლოებით 50%-ით შემცირებულია თვითმფრინავის ძრავის ხმაური.
Airbus A321neo პირველად 2016 წელს გამოიყენეს.