2021 წლის 14 აპრილს, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონკურსის „ქართული კალიგრაფია“, გამარჯვებულთა შორისაა 3 კონკურსანტი თურქეთის რესპუბლიკიდან:
იუქსელ ბაიდარი – დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტი. გაიმარჯვა ნომინაციაში ,,ქართული ენისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული დამოკიდებულება“;
სელამი გუმუში – ტრაპიზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან არსებული ქართული ენის შემსწავლელი ონლაინ კურსის მოსწავლე. გაიმარჯვა ნომინაციაში ,,საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევარი“. სელამი გუმუში, ასევე, გახდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ინსტიტუტის რჩეული კონკურსანტი;
მინე აქთაი – დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ინსტიტუტის რჩეული კონკურსანტი, ორიგინალური ნამუშევრისთვის.