ქართველი მხატვრის ნახატი  ლონდონის ფილიპსის აუქციონზე გაიყიდა 

ქართველი მხატვრის ნინიკო მორბედაძის “ზღაპარი” ლონდონის ფილიპსის მე-20 საუკუნის და თანამედროვე ხელოვნების დღის აუქციონზე გაიყიდა

აუქციონზე წარმატება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ნინიკო მორბედაძის, როგორც თანამედროვე ქართველი მხატვრის საერთაშორისო არტ-მარკეტზე ადგილის დამკვიდრებაში, ასევე, ქართული თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციაში.

ნახატის საწყისი ფასი 8000 ფუნტ-სტერლინგი იყო, საბოლოოდ კი 22 500 სტრლინგად გაიყიდა.