ჯაბა კანკავა „ვალანსიენის“ (Valenciennes) გულშემატკივრებმა მარტში კლუბის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გუნდი ტვიტერზე ავრცელებს.
გულშემატკივრებმა ქართველი ნახევარმცველი თებერვალშიც გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და ჯაბამ ახლა უკვე მეორედ მოიპოვა ეს ჯილდო.
კანკავა საფრანგეთის გუნდში – „ვალანსიენში“ 2020 წლიდან თამაშობს და კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული.