ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პროექტი სამუშაო სახელწოდებით „მაგრამ ღმერთო ჩემო, რატომ?” შეირჩა კინოფესტივალ Visions du Réel-ის ინდუსტრიულ პლატფორმაზე.
ფილმის რეჟისორი რატი წითელაძეა, პროდიუსერები – ნინო ვარსიმაშვილი, რატი წითელაძე და ოლგა სლუსარევა.
პროექტების პრეზენტაცია ონლაინ, 14-დან 16 აპრილამდე მიმდინარეობს. პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ უცხოელ პროდიუსერებს, კინოფესტივალების წარმომადგენლებსა და გაყიდვების აგენტებს.