წინანდლის ფესტივალი წელს კიდევ უფრო მასშტაბური და საინტერესო პროგრამით ბრუნდება.
8-დან 19 სექტემბრამდე წინანდლის უნიკალურ მამულში მაყურებლის წინაშე მსოფლიოში აღიარებული 24 არტისტი 33 დაუვიწყარი კონცერტით წარსდგება.
2021 წლის წინანდლის ფესტივალის მუსიკოსების სია კი ასე გამოიყურება:
- ლიზა ბათიაშვილი;
- ელენა ბაშკიროვა;
- იეფიმ ბრონფმანი;
- მარკ ბუჩკოვი;
- მატიას გოერნე;
- ბლითე ენგსტროემი;
- ქრისტოფ ეშენბახი;
- ჯანანდრეა ნოზედა;
- მიხაილ პლეტნიოვი;
- ალექსანდრ რამი;
- სერგეი რედკინი;
- ვადიმ რეპინი;
- ფაზილ საი;
- ამანდა ფორსაიტი;
- მაო ფუჯიტა;
- თომას ქუასტჰოფი და ბენდი;
- ლაჰავ შანი;
- სერ ანდრას შიფი;
- პინკას ცუკერმანი;
- თომას ჰამფსონი;
კონცერტები ღია ცის ქვეშ, ამფითეატრში ქვეყანაში დადგენილი ყველა რეგულაციის გათვალისწინებით ჩატარდება.