როგორ იცვლება ამერიკაში საიმიგრაციო პოლიტიკა – ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის მიერ გაცემულ განკარგულებებს ნელ-ნელა აუქმებს. საიმიგრაციო პოლიტიკა ერთ-ერთი ის საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც ამჟამინდელი პრეზიდენტის ხედვები წინამორბედისგან რადიკალურად განსხვავდება. თუკი ტრამპი მისი გამკაცრებით იყო დაკავებული, ბაიდენის გეგმებში გამარტივება შედის.
რა შეიცვალა და იცვლება ახალი პრეზიდენტის პირობებში – ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი საემიგრაციო იურისტი ნონა თილი (დიდებაშვილი) ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდგომ შექმნილ რეალობაზე და ქართველ ემიგრანტთა მდგომარეობასა და მოლოდინებზე გვესაუბრება. მას საკუთარი საადვოკატო ოფისი აქვს ნიუ-იორკში და ყოველდღიურად უამრავ ლეგალ თუ არალეგალ მიგრანტთან შეხვედრა და მათი საქმეების წარმოება უწევს.
ნახეთ ინტერვიუ ვიდეობლოგში ,,მედიატორი”.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"