ბერლინის “არსენალი” ოთარ იოსელიანთან ონლაინ-დისკუსიას უმასპინძლებს

13 აპრილს, ბერლინში, კინოთეატრ “არსენალის” ვირტუალური კინოდარბაზი ოთარ იოსელიანთან ონლაინ-დისკუსიას უმასპინძლებს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

„”არსენალი” აპრილის თვეში აუდიტორიას შესთავაზებს ოთარ იოსელიანის ფილმების რეტროსპექტივას დაწყებული ფილმით “გიორგობისთვე”, დასრულები რეჟისორის ჯერჯერობით ბოლო ნამუშევრით “ზამთრის სიმღერა”.“ ნათქვამია ინფორმაციაში.