ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ყაზახ ანა დანილინასთან წყვილში შვეიცარიის ქალაქ ბელინცონაში გამართული ITF-ს სერიის ტურნირი მოიგო.
ფინალში ქართულ-ყაზახურმა დუეტმა ორ სეტში რებეკა მარინო (კანადა)/იუკი ნაიტოს (იაპონია) წყვილს – 7:5, 6:3 მოუგო. ტურნირის განმავლობაში გორგოძე-დანილინას წყვილმა მეტოქეებს არც ერთი სეტი არ დაუთმო.
ეკატერინე გორგოძისთვის ეს 2021 წელს პირველი მოგებული ტიტულია, ზოგადად ITF-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე მას ჯამში 28 ტიტული აქვს მოპოვებული.