იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, თეონა ჭანტურია, ქართული კვირის მკითხველს იტალიიდან ჩანახატს უგზავნის
“დიახ ქალბატონო!
დილის მზის სხივი დახურულ დარაბებს ვეღარ აღწევს ხოლმე, თუმცა, მის სიკაშკაშეს მაინც გრძნობ… სული ზეიმობს რადგან “ბელა ჯორნატაა “და შენც გჯერა, კარგად იქნები.
ტეააა ,ტეააა, გაღვიძებს ბებიას ხმა და შენაც დგები, ღილაკს ხელს აჭერს, რომელიც შენი საწოლის გასწვრივააა და დარაბებს ხსნი, ოთახი სიცოცხლის სხივით ივსება, გაშლილ თმას იკრავსათვალეს და ნიღაბს იკეთებ და ბებიას საწოლს უახლოვდები, ის ხელს გიწოდებს და მზად ხარ, შენი თეთრი ფუმფულა ხელი ყოველ დილით გაუწოდო და დამჭკნარი მოხუცის ხელს ჩასჭიდო, წამოაყენო. გრძნობ, რომ სიცოცხლის ხალისი გეკარგება, რადგან შენ ამ მოხუცის ცხოვრებით უნდა იცხოვრო ეს დღე – ხვალინდელი დღეც და კიდევ არ იცი, რამდენი დღე ,კვირა,თვე თუ წელი!..
მხოლოდ კვირის ის ორი დღე გახარებს, გარეთ როცა ხარ და მხოლოდ შენია მზე, ჰაერი და ყოველი, რაც გინდა შენი ნებით თქვა და აკეთო და განა რა უნდა აკეთო? ღმერთო, გეცინება ამ ყველაფერზე, მაგრამ განა სხვა გზა არის?არაა არაა არაფერიც არაა ჯერ ჯერობით …. გარეთ გასვლაც, რომ აგეკრძალა ამ საშინელი კარატინის გამო…
შენ თუ დაიძვრენ თავს, შენი მეგობრები ვერ დაიძვრენენ, ან კიდევ უკან დაბრუნებულს დაბღვერილი დაგხვდება ბებია იმის გამო, რომ გარეთ გახვედი… ახლა ღამეა, მე ფსალმუნების კითხვას მოვრჩი… ამ დროს უფალთან ვარ ახლოს და ვეჩურჩულები, ვევედრები მალე დამაბრუნოს სახლში და უფლის დედა ღვთისმშობლის ძალას ვგრძნობ. მჯერა, რომ დავბრუნდები სულ მალე… მალე საღამოს ჩენას გაამზადებს მოხუცი ბებია თავის ნებაზედ და ჭკუაზედ და შენ უნდა დაეთანხმო ყველაფერში… დიაახ ქალბატონო!ჯანდაბა, მომიტანე!დიახ ქალბატონო! მაპატიეთ ეს ისევ სევდიანი ჩანახატი. განა სხვაგვარი როდესმე ვიქნები? ემიგრანტობაა რთული ჩემთვის, მეგობრებო და ვერასოდეს შევეგუები ეს თავნება და ამაყი მე სხვის მორჩილებას
თეონა ჭანტურია