დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ინგლისში, ბრიტანეთის მთავრობის მიერ მომზადებული გზამკვლევის მიხედვით, საყოველთაო შეზღუდვების (ე. წ. „ლოქდაუნი“) გამარტივება გრძელდება.
12 აპრილიდან გაიხსნება არასასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქციით მოვაჭრე და პირადი მომსახურების ობიექტები, საჯარო დაწესებულებები, დახურული გამაჯანსაღებელი სივრცეები, სტუმართმოყვარეობის დაწესებულებები და სხვა.
”ლოქდაუნიდან“ გამოსვლის ზემოაღწერილი პროცესი ერთდროულად განხორციელდება მთელი ინგლისის მასშტაბით. შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია თავიანთ გზამკვლევებს დამოუკიდებლად წარადგენენ.