როგორ უნდა მოხვდეთ ისრაელში – 7 აპრილიდან განახლებული წესი ამოქმედდა

ისრაელში მოხვედრა განახლებული წესით არის შესაძლებელი, რომელიც ძალაში 7 აპრილიდან შევიდა.

კერძოდ, ქვეყანაში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც ჩასვლამდე 72 საათით ადრეა გაკეთებული. ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ, აუცილებელია კიდევ ერთი ტესტის გავლა. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება იმათთვისაც, ვისაც ვაქცინაციის შესახებ სერთიფიკატი აქვს ან – გამოჯანმრთელების შესახებ ცნობა.

ასევე, ქვეყანაში მოხვედრის ნებართვის მისაღებად აუცილებელია მოქმედი სამედიცინო დაზღვევა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში ყველა ხარჯს ფარავს.

მგზავრებმა გაფრენამდე 24 საათით ადრე უნდა შეავსონ დეკლარაცია, რომელშიც მიუთითებენ პირად ინფორმაციას, სამედიცინო ცნობას, ასევე, დაწვრილებით ინფორმაციას ისრაელში იზოლაციის გავლის ადგილის შესახებ.

უცხოეთის ყველა მოქალაქემ უნდა გაიაროს თვითიზოლაცია ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში 14 დღის განმავლობაში; პირებს კი, რომლებსაც ვაქცინაციის ან გამოჯანმრთელების შესახებ აქვთ ცნობა, თვითიზოლაცია არ დასჭირდებათ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს უნდა დაემორჩილონ და თან იქონიონ სეროლოგიური ტესტი და ელექტრონული სამაჯური.

იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ისრაელის ტერიტორიას თვითიზოლაციისთვის განკუთვნილ ვადაზე ადრე დატოვებს, მას ქვეყანაში შესვლა აეკრძალება.

ვის შეუძლია ისრაელში მოხვედრა:

ისრაელში მოხვედრა შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც ვაქცინაცია გაიარეს ან კორონავირუსი დაამარცხეს,

თუ:

– პირი ისრაელის მოქალაქეა ან მუდმივი მობინადრე, რომელიც საზღვრებს გარეთ ცხოვრობს და ისრაელში ოჯახის წევრი ჰყავს. ამ შემთხვევაში მას მეუღლესა და ბავშვებთან ერთად შეუძლიათ ქვეყანაში მოხვედრა;

– უცხო ქვეყნების ყველა მოქალაქემ, რომელსაც ისრაელში მოხვედრა სურს, უნდა წარადგინოს კოვიდ19-ის დამარცხების ან ვაქცინაციის შესახებ დოკუმენტი (გარდა – ერთ წლამდე ბავშვების);

– ისრაელში მოხვედრა დასაშვებია უცხო ქვეყნის იმ მოქალაქისთვის, რომელიც არ არის ვაქცინირებული და არც დაავადება გადაუტანია, თუ უცხო ქვეყნის აღნიშნული მოქალაქე იმყოფება ქორწინებაში ისრაელის მოქალაქესთან (ქორწინება უნდა იყოს დადასტურებული ისრაელის მოსახლეობის რეესტრში).

წყარო: კვირა