საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი “მიტოვებული სოფელი” ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგება.
ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია 95 ქვეყნიდან წარმოდგენილ, 3000-მდე ნამუშევარს შორის შეირჩა.
“მიტოვებული სოფელი” შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI“-ს და კინოცენტრი “ქართული ფილმი – აფხაზეთის” ბაზაზე ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
ანსის საერთაშორისო კინოფესტივალი ანიმაციური ფილმების ერთ – ერთი ყველაზე დიდი ფესტივალია, რომელიც 1960 წელს დაარსდა. წელს იგი 14 – 19 ივნისს გაიმართება.