საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში, სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთში ქართველი რესტორატორების პირველი ასოციაციის (Georgian Restaurateurs Association) გახსნაში, რომელიც, საელჩოს მხარდაჭერით, ბრიტანულ-ქართულმა სავაჭრო პალატამ დააფუძნა.
დღეისათვის ლონდონში უკვე 15-მდე ქართული რესტორანი ფუნქციონირებს. ასოციაცია, რომელიც ცნობილ ბრიტანელ და საერთაშორისო სომელიებსა და კვების ექსპერტებს აერთიანებს, ხელს შეუწყობს ქართული ღვინისა და სამზარეულოს მიმართ ინტერესის კიდევ გაზრდას.