ხაშურული ნაზუქით და სურამით მოხიბლული კარლ ჰარცელი ტვიტს აქვეყნებს

​„დიდი მადლობა ხაშურსა და სურამს. ეს საქართველოში განსაკუთრებული ადგილია. დიდებული ხედი სურამის ციხეზე, სასარგებლო რკინის წყალი და გემრიელი ნაზუქი“, — ეს პოსტი სოციალურ ქსელში ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ხაშურულ ნაზუქსა და სურამის ჰაერს მიუძღვნა.

მან twitter-ზე ხაშურსა და  სურამში გადაღებული რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა და თავისი კომენტარი დაიწყო ქართული სიტყვებით, რომელიც ლათინური ასოებით დაწერა.

„Didi madloba Khashuri and Surami! A special place to discover in Georgia. Splendid view of Surami Fortress ✅ healthy iron water ✅ & delicious Nazuqi ✅”

ტვიტს გამოქვეყნებისთანავე ძალიან ბევრი მოწონება ხვდა წილად და უამრავი კომენტარიც მოჰყვა. ერთ-ერთმა მომხმარებელი ხუმრობით უსაყვედურა კიდეც ელჩს, აქეთ თუ იყავი, რატომ არ შემეხმიანეო.