27 მარტს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გათამაშდა მედლების მეორე კომპლექტი ქალთა კატეგორიაში, სადაც სულ მონაწიეობდა 32 ქვეყნის 39 მოციგურავე. მათგან მხოლოდ 24 მოციგურავე დაშვებულ იქნა თავისუფალ პროგრამაზე, სადაც საბოლოოდ გადაწყდა ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე საგზურების განაწილების საკითხი.
მოპოვებული ქულების მიხედვით ადგილების შესაბამისად, ორი პროგრამის ჯამური 169.01 ქულით საკმაოდ დაძაბული ასპარეზობის პირობებში, ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა ქართველმა მოციგურავე ალინა ურუშაძემ, რომლისთვისაც უფროს კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა სადებიუტო იყო. ამასთან, ქალთა კატეგორიაში ევროპული ქვეყნების სალიცენზიო ნუსხაში საქართველო მე-10 პოზიციაზეა და როცა 14 ქვეყანამ, მათ შორის, ისეთმა რეიტინგულმა ქვეყნებმა, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, უკრაინა, უნგრეთი და ისრაელი ვერ შეძლეს ვერცერთი ლიცენზიის აღება და დარჩენილ სალიცენზიო კვოტისთვისბრძოლა შემოდგომაზე ობერზდორფში მოუწევთ.