ვიდეობლოგის დღევანდელი სტუმარი ამერიკაში მცხოვრები წარმატებული მუსიკოსი ირაკლი შარაძეა.
ქართველ პიანისტი და კომპოზიტორი აჭარაში ქედის რაიონში დაიბადა. მუსიკით მისი დაინტერესება ძალიან ადრე, ბავშვობიდან იწყება. მას შემდეგ კავშირი მუსიკასთან არ გაუწყვეტია.
აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ორკესტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად ნიუ-ჯერსის მუსიკალური ხელოვნების აკადემიის პედაგოგია. ის პოპულარიზაციას უწევს ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს და თავადაც წერს მუსიკას. არაერთი პოპულარული სიმღერისა და კომპოზიციის ავტორია. ჰყავს საკუთარი ბენდი, რომელიც აშშ-ის სხვადასხვა სცენაზე წარმატებით გამოდის.
2014 წელს აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა ირაკლი შარაძეს „ექსტრაორდინარის“ სტატუსი მიანიჭა, სწორედ აქედან იწყება მისი ამერიკული თავგადასავალი…
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"