საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ლატვიის ავიაკომპანია AirBaltic 28 მარტს რეისებს რიგა-თბილისი-რიგას მიმართულებით განაახლებს.
რიგა – თბილისი – რიგას საჰაერო ხაზზე რეისები თავდაპირველად კვირაში 2 სიხშირით შესრულდება.
მაისიდან რეისების რაოდენობა გაიზრდება და ფრენები ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს განხორციელდება.
საქართველოში რეგულარული ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 1 თებერვალს აღდგა.