მთიანაჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარება და პოპულარიზაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2021 წლის მთავარი პრიორიტეტია.
დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანაჭარაში გეგმავს:
- ახალი საპიკნიკე და ტურისტული თავშესაფრის მოწყობას
- ახალი ბილიკების გაჭრა/მარკირებას
- სამთო ველობილიკის მოწყობას
- ხიხანზე ასასვლელი ბილიკის მოწყობას
- მთების, ტყეებისა და ტურისტულად საინტერესო სოფლების კვლევას
- ახალ ტურისტულ მიმართულებებზე ინფოტურების მოწყობას