დიასპორების ალიანსი საქართველოსათვის ემიგრანტებისა და ზოგადად, ქართული მუსიკის მოყვარულთათვის ონლაინკონცერტს გამართავს. კონცერტზე, რომელიც 27 მარტს გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსები მარიამ ქირია და თინათინ წერეთელი.
ონლაინკონცერტზე დასწრება ნებისმიერ მსურველს, სრულიად უფასოდ იუთუბლაივისმეშვეობით შეეძლება. კონცერტი საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.