,,ამ სიმღერის შემდეგ დარბაზში სიჩუმე ჩამოდგა“… – როგორ იხსენებს ბაიარ შაჰინი სცენაზე პირველად ქართული სიმღერის შესრულებას. მანამდე, თურქეთში მის მშობლიურ ენაზე არავის ემღერა.
ვიდეობლოგის სტუმარი ისტორიული ზემო მაჭახელში დაბადებული, თურქეთში მოღვაწე ცნობილი მუსიკოსი ბაიარ შაჰინი გუნდარიძეა. ქართველი საზოგადოება მის შემოქმედებას კარგად იცნობს და უყვარს.
მომღერალი ისტორიული სამშობლოს – საქართველოს და ქართველების დიდი სიყვარულით გამოირჩევა. უყვარს ქართული ხალხური სიმღერები, თავადაც წერს და ასრულებს მათ. ბაიარ შაჰინი მღერის ქართულ, ლაზურ და თურქულ სიმღერებს. მისი სიმღერებიდან განსაკუთრებით პოპულარულია: „ელია გოგო“, „გელინო“, „ჯინველოი“, „განდაგანა“…
გაიცანით უფრო ახლოს მისი ქალიშვილები. ტრიო ,,სამიდა“ დიდი პოპულარობით სარგებლობს თურქეთში. ვინ და როგორ აამღერა ისინი ქართულად – გოგონების შესრულებული ქართული სიმღერები უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ინტერნეტ ჰიტებადაც არაერთხელ იქცა. ნახეთ და გაიგეთ უფრო მეტი ცნობილი ოჯახის შესახებ ვიდეობლოგში ,,მედიატორი“.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"