ქართული არტილერიის ისტორია XVIII საუკუნიდან იწყება, საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში გრძელდება და მოდის დღემდე.
1993 წლის 15 მარტს რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებმა და აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს.
14-დან 16 მარტის ჩათვლით სოხუმისკენ წამოსულ მტერს ქართულმა არტილერიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. დიდი მსხვერპლის გამო მოწინააღმდეგე ძალები იძულებულნი გახდნენ, უარი ეთქვათ შეტევაზე და უკან დაეხიათ.
15 მარტი ქართული არტილერიის დღედ სწორედ ამ დღეებში მოპოვებული გამარჯვების გამო გამოცხადდა.