“პეპო” პირველი სომხური ხმოვანი ფილმია, რომელიც 1935 წელს გადაიღეს. ფილმში აღწერილია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის თბილისი – მთავარი მოქმედება სწორედ თბილისში ვითარდება
ფილმმა ძველი თბილისის საინტერესო კადრები შემოგვინახა, ერთ-ერთი ასეთია მტკვარზე ყარაჩოღელთა ქეიფის სცენა. საინტერესოა. რომ ყარაჩოღელები, სავარაუდოდ იეთიმ გურჯის, ან საიათნოვას ერთ-ერთ ბაიათს მღერიან, აზერბაიჯანულ ენაზე ქართული ყანწებით, სომხურ ფილმში.