უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთში მოგზაურობას გადაწყვეტენ, 15 მარტიდან ელექტრონული ანკეტის შევსება მოუწევთ.
ამრიგად, თურქეთის ჯანდაცვის უწყება თურქეთის რეისებზე ანკეტების ხელით შევსების მოთხოვნას აუქმებს, თუმცა, სტუმრებს, რომლებიც ქვეყანაში ტრანზიტით ჩავლენ, ამ დოკუმენტების შევსება თვითმფრინავების რეისებზე მაინც მოუწევთ.
მოთხოვნის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის, თურქეთის მოქალაქეები ვალდებულნი არიან, ქვეყანაში ჩასვლამდე 72 საათით ადრე თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე ელექტრონული ფორმა შეავსონ, რომელიც შემდგომ აეროპორტში, გამომგზავრებამდე ავიაკომპანიის თანამშრომელს უნდა წარუდგინონ.
ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე რეგისტრაციის დროს, სისტემა მოითხოვს მოქმედ მობილურ ნომერს. პროგრამა ტურისტს HES-კოდს მიანიჭებს, რომელსაც ის ქვეყანაში გადაადგილების დროს გამოიყენებს.
წყარო: კვირა