8 მარტს საქართველოს საკონსულოში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელი და წევრი ქალბატონები.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ალიკანტეში მცხოვრები მხატვრისა და ხატმწერის, გიორგი მამულაშვილის ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა.