ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ონლაინ დაჯილდოვებამდე რამდენიმე წუთით ადრე კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციამ მათი ჯილდოები გასცა. მთავარ კონკურსში ფიპრესის ჯილდო წილად ხვდა ალექსანდრე კობერიძის ფილმს – “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ”.
ფიპრესი“ კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციაა, რომელიც 1930 წელს ბრიუსელში დაარსდა. ორგანიზაცია თავის მიერ დაწესებულ პრიზებს მსოფლიოს 80 კინოფესტივალზე გადასცემს.
“რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.