იცით, დემოგრაფები თაობად რას თვლიან, როგორ ანგარიშობენ თაობების ცვლას? – 30-წლიანი ინტერვალებით. ყოველ 30 წელიწადში ერთი თაობა იცვლება და ეს ყველაფერი სპეციალური განათლებისა და დემოგრაფების გარეშეც ყველამ ვიცით.
თითქმის 27 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთზე, საქართველოს ამ უმშვენიერეს კუთხეზე კონტროლი სეპარატისტებმა მოიპოვეს. იცით, ეს ორი გარემოება ერთად რას ნიშნავს? – იმას, რომ ჩვენ გვყავს თაობა, რომელსაც აფხაზეთი არ უნახავს, რომელმაც მხოლოდ გადმოცემით იცის, როგორი იყო სოხუმი, ოჩამჩირე, გაგრა, ბიჭვინთა, ახალი ათონი,რიწა…
თუმცა, კითხვაზე რა არის აფხაზეთი, ყველას იდენტური პასუხი გვაქვს – ადგილი, სადაც უნდა დავბრუნდეთ.
“რამდენიმე კადრი აფხაზეთის მითიური სილამაზიდან”
(ფოტოები – ხათუნა კაკულია)